“არ მიკვირს მსგავსი ტყუილის მოსმენა” – ლევან იზორია მარნეულის ინციდენტში სუს-ის მონაწილეობაზე

თავდაცვის მინისტრი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ლევან იზორიამ მცირე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, უსაფუძვლოა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, განვითარებულ მოვლენებზე მას ინფორმაცია ტელევიზიიდან აქვს.

„ეს არის საფუძველსმოკლებული. ამ ხნის განმავლობაში, ამ ბოლო დღეებში იმდენი ბრალდებები მოვისმინე და იმდენი ტყუილი, რომ არ მიკვირს მსგავსი ტყუილის მოსმენაც,“ – აცხადებს ლევან იზორია.

banner
წინა სტატიაშიჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირებისას საიას დამკვირვებელმა ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი
შემდეგი სტატიაჯიხაშკარში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო