“არ მგონია, ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ რომელიმე მაუწყებელი დღევანდელი ხელისუფლების რუპორია”

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

არა მგონია, ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ რომელიმე მაუწყებელი დღევანდელი ხელისუფლების რუპორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 3-წლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მედია დღესდღეობით სახელისუფლებო კონტროლისგან აბსოლუტურად თავისუფალია.
“მედია არის თავისუფალი ყოველგვარი სახელისუფლებო ჩარევისგან. მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ და მოქმედებენ. ამას ადასტურებს მსოფლიო რეიტინგები მედიის თავისუფლების კუთხით. არ მგონია, რომ ამ დარბაზში, ან საზოგადოებაში ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ რომელიმე მაუწყებელი დღევანდელი ხელისუფლების რუპორია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: სამწუხაროდ მთავრობა ისევ აცდენილია რეალობას
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: მმართველ პარტიას, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს, ესაა განაჩენი