არ მგონია, წულუკიანის საკითხზე უმრავლესობის წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ – კვაჭანტირაძე

არ მგონია, წულუკიანის საკითხზე უმრავლესობის წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ, – აცხადებს უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე იუსტიციის მინისტრის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„არ ვიცი, კონკრეტულად არ მსმენია იმის თაობაზე, რის გამოც ეს საუბარი დაიწყო. როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, არ მგონია, ისინიც დიდად ინფორმირებული იყვნენ, რა ხდება რეალობაში. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა დამკვიდრდა უკვე კარგა ხანია“, – განაცხადა ზვიად კვჭანტირაძემ.

თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას აქვს მყარი პოზიცია – „თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : არსებული ინფორმაციით, საკითხი, რომელზეც თეა წულუკიანი საუბრობს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება
შემდეგი სტატიაწალკაში რესტორნიდან ფულის მოპარვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს