“არ მგონია, რომ ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა ვინმეს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას აძლევდეს”

დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული საკითხი საპარლამენტო არჩევნებამდე ამოწურული იქნება.

„ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა იყოს. საზოგადოების ერთ ნაწილს მოთხოვნა აქვს, რომ პირადობის მოწმობა ჩიპის გარეშე იყოს. საბოლოო ჯამში, ეს ტექნიკური საკითხია, რომელიც უფრო თანამედროვე, დახვეწილი სერვისების მიწოდებას გულისხმობს, რაზეც მთელი მსოფლიო გადადის. არ მგონია, საკონსტიტუციო სასამართლომ ამის საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღოს. თავის დროზე, ამ მეთოდს ამჟამინდელი ოპოზიცია იყენებდა, როგორც გაყალბების მექანიზმს, მაგრამ არ მგონია, რომ ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა ვინმეს შესაძლებლობას აძლევდეს, არჩევნები გააყალბოს. თუ გაყალბება იქნება, ამას მკაცრი შეფასება ექნება“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციალურმა სამსახურმა ლაშა გოგასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატია“რომელ მინისტრებსაც ამით აშანტაჟებდნენ, იქ გააგრძელონ შანტაჟი”-მაჭავარიანი