არ მგონია, რომ ციხელაშვილი რამე გადამწვეტ როლს თამაშობს, აქ წამყვანი არის ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური ხაზი

ატოცში განვითარებულ მოვლენები და საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსი – ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილისთვის მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ქართული მხარე რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებს.

“მე არ მგონია, რომ ციხელაშვილი რამე გადამწვეტ როლს თამაშობს, აქ წამყვანი არის ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური ხაზი, რომელიც პრაქტიკულად ამბობს, რომ არ უნდათ რუსეთი იყოს დასჯილი იმ ქმედებებისთვის, რასაც ჩადის საქართველოში. გვეუბნებიან რომ ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უნდა ამ ყველაფრის მიჩქმალვა. ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად ჟღერდეს, რომ საზოგადოება ამ მცოცავ ოკუპაციას არ ეგუება და პროტესტი იქნება მუდმივი,“ – განმარტა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა ლონდონში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა მოინახულა და დიასპორას შეხვდა
შემდეგი სტატიახაზარაძის ადვოკატები „მუქარის წერილის“ დედანს პროკურატურას დღეს გადასცემენ