,,არ მგონია, „გირჩის“ ქმედებები და აქტივობები ემსახურებოდეს იმას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები”

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 16:12

,,არ მგონია, „გირჩის“ ქმედებები და აქტივობები ემსახურებოდეს იმას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები”

ვფიქრობ, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის მუხლჩაუხრელი შრომა და ჩვენი პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა არის აუცილებელი, არ მგონია, რომ ქმედებები და აქტივობები, რასაც „გირჩი“ ეწევა, ემსახურებოდეს იმას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, რელიგიის თავისუფლება ხელშეუხებელია და ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

„რელიგიის თავისუფლება არის ხელშეუხებელი, კონსტიტუციით განსაზღვრული, თუ, რა თქმა უნდა, ეს არის გულწრფელი რელიგია. თავად „გირჩს“ არაერთხელ უთქვამს, რომ ეს რელიგია კი არ არის, არამედ არის რაღაც გაშარჟება რელიგიური გრძნობების. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩვენ რელიგიის თავისუფლების ჯგუფი გვაქვს შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში და იქ ყველა კონფესია არის წარმოდგენილი. როგორც ვიცი, „გირჩი“ არ არის წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ვასკვნი, რომ ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ ამ მიმართულებით მუშაობას. იმ ჯგუფის ფარგლებში ვმუშაობთ გარკვეული მიმართულებით და იმედი მაქვს, გვექნება კონსენსუსი და ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისაღები იქნება ყველასთვის“, – განაცხადა დეპუტატმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

ღარიბაშვილს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც „ასავალ-დასავალის“ მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი“.

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 16:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics