“არ მგონია, დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში” – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მას ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან რჩევა არ აქვს.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ამ მოცემულობით, რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან უნდა იყოს შეთანხმებული.

„დღევანდელ დღეს დღევანდელ პირობებში, სანამ მე არ დავინახავ რომ არის რაღაცა წინაპირობები იმისთვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დაარქვით, დიალოგი თუ რამე ტიპის ახალი ურთიერთობა, რომელიც ჩემის აზრით ვერ იქნება, თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ერთად.

“მე არ მგონია,რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში, საწყისს ურთიერთობაში, ისე რომ ეს არ იყოს თავის უახლოეს პარტნიორებთან შეთანხმებული ბოლომდე.

“მე არ ვარ მზად, არც მთავრობას არც კანონმდებელ ორგანოს, ამ კუთხით რამე რჩევა მივაწოდო,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუას ქურდობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს მოსამართლეობისთვის წარდგენილ სიაში შეტანილ არც ერთ კანდიდატურას