“არ მგონია, ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭიროს სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს” – ნოზაძე

“ქართული ოცნება – მრეწველების” ფრაქციის დეპუტატის, სიმონ ნოზაძის განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს დაუჭერს სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს. დეპუტატს მაჟორიტარული სისტემა აბსოლუტურად გაუმართლებლად მიაჩნია.

“სრულად მაჟორიტარული სისტემა აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია. ამ სისტემის მთავარი ნაკლი ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა. ადგილებზე, როგორც წესი, მაჟორიტარად ირჩევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული ბექგრაუნდი გააჩნიათ და გარკვეული პოპულარობით სარგებლობს ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში. მე უპერსპექტივო საქმედ მიმაჩნია. 11 დეპუტატზე მეტი შეიძლება იყოს მომხრე, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ. მე არ მგონია, ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭიროს სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს.” – სიმონ ნოზაძემ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე : ხელისუფლებას ვურჩევ, ქუთაისში აქციის მშვიდობიანად ჩატარება გვაცადოს, ორ საათში დავასრულებთ
შემდეგი სტატიაარც გერმანული, არც ფრანგული, ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ – ენძელა მაჭავარიანი