არ მგონია, ადამიანი არსებობდეს , ვისაც მოწონს ის, რაც ხდება – ხოფერია

არ მგონია, ადამიანი არსებობდეს , ვისაც მოწონს ის, რაც ხდება. ქილიკი , დაცინვა ხომ საერთოდ გაუგებარია ჩემთვის. ყოველთვის არსებობს გამოსავალი, გამოსავალი იმისთვის, რომ არ დაზარალდნენ ჩვენი თანამოქალაქეები. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ნება ორივე მხრიდან უნდა მოდიოდეს.

ერთი რამ, ვფიქრობ, უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისინი და არც ესენი სხვები არ არიან, ვერავის ვერ გადაასახლებ სხვა პლანეტაზე და ვერ გააქრობ. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ყველა და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ეს ქვეყანაც შევინარჩუნოთ , კრიზისს გავუძლოთ და თითოეული ჩვენი ადამიანის უსაფრთხოება, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება შევინარჩუნოთ.

სად არის გამოსავალი? ჩვენ ხო ვხვდებით, რომ მოსაძებნია ეს გამოსავალი?

ჩემს ფეისბუქში ხართ სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანები.

მაინტერესებს, თქვენი აზრით, სად არის გამოსავალი ამ ისედაც ურთულეს დროში ასეთი დაძაბულობის განმუხტვის. რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ? – წერს ჟურნალისტი ეკა ხოფერია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაძალიან ცუდი ღამე იყო წუხელ , ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის მძიმე – ხიდაშელი