“არ მესმის, როგორ აქვს ან მორალური ან პოლიტიკური უფლება ამ ადამიანს, რომ გააგრძელოს მართვა” – კაპანაძე პრემიერზე საუბრობს

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს პრემიერს თანამდებობაზე ყოფნის მორალური და პოლიტიკური უფლება აღარ აქვს. კაპანაძე პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მზადაა ზაზა სარალიძეს შეხვდეს, თუმცა პოლიტიკოსების გარეშე:
„ამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად უბრალოდ არ მესმის, როგორ აქვს ან მორალური, ან პოლიტიკური უფლება ამ ადამიანს, რომ გააგრძელოს მართვა. აქედან გამომდინარე, ამით იხსნება ყველა მისი პასუხი, ყველა მისი საქციელი და ყველა მისი ნაბიჯი, მათ შორის “ქართული ოცნების” ნაბიჯი, ამ აქციასთან და ზაზა სარალიძესთან მიმართებაში“ -აცხადებს სერგი კაპანაძე.
აქცია სახელწოდებით “ნუ მომკლავ” დღეს 14:00 საათზე უკვე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : ვერც ერთი ადამიანი ვერც ერთ სისტემას ვერ შეცვლის, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება
შემდეგი სტატიამემანქანეები სახელფასო ამონაწერს ასაჯაროვებენ