“არ მეგონა, თუ ივანიშვილი იტყოდა, რომ კაცი, რომელიც 10 წელი ციხეში ეჯდა, გადატრიალებას უპირებდა” – ბაჩო ახალაიას ინტერვიუ დაკავებამდე

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებებს დაკავებამდე თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუში უპასუხა.

ყოფილი ძალოვანის თქმით, არ ეგონა, თუ ბიძინა ივანიშვილი ოდესმე მომხრეებში იმას იტყოდა, რომ კაცი, რომელიც 10 წელი ციხეში ჰყავდა გამოკეტილი, გადატრიალებას უპირებდა.

როგორც ახალაია ამბობს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს არც პარტია და მაინც მუდმივად აკონტროლებდა ივანიშვილის მთავრობა. შესაბამისად, ის ამბობს, რომ არანაირი კონსპირაციული შეხვედრები არ ჰქონია.

“არ ვუყურებდი სერიოზულად, რომ მაგალითისთვის, ბიძინა ივანიშვილი თავის მომხრეებს ეუბნება, რომ გადატრიალებას მიწყობს ადამაინი, რომელიც 10 წელი მეჯდა ციხეში, მერე სამი წელი იყო ქვეყნიდან წასული, რომელსაც კაპიკი არ გააჩნია, რომელსაც არც პარტია არ აქვს, არაფერი არ აქვს, მე ჩემს თავზე ვლაპარაკობ. არ მეგონა, რომ ივანიშვილი იტყოდა თავსი მომხრეებში, რომ ასეთი ტიპი უპირებდა გადატრიალებას. მათ ისე აქვთ დაჯერებული, რომ თუ ახალაიას გარევენ, თუ ყოფილი ხელისუფლების წევრების სახელ და გვარებს გარევენ, ალბათ თავიანთ მომხრეებში რაღაც კონსოლიდირებას აკეთებენ.
რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ რაღაც კონსპირაციული შეხვედრები, ბუნებრივია არა. ის , რომ მე ამ ადამიანებთან მეგობრული და სანაცნობო ურთიერთობა მაქვს, არასდროს დამიმალავს.
სერიოზულად თუ მეკითხებით, არც პარლამენტი მაკეტი მაქვს სახლში და საერთოდ არც არაფრის მაკეტი. დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს რაიმე კონსპირაციული ქცევის, ეს გამორიცხულია. ჩვენთან ხომ დააყენეს ჭკვიანი კამერები, დიდი კამერები დაამატეს თორე, პატარა კამერებით გაჭედილი იყო. ჩამოსვლის დღიდან, როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ გამატარებდა სადმე ისე, კონტროლის ქვეშ ვიყავი. აქ დრონდები დაფრინავდნენ, ამიტომ, მე არასდროს არაფერი მქონია დასამალი”, – ამბობს ბაჩო ახალაია.

banner
წინა სტატიაშიდღეს სასამართლო ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიატრამპი: “ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს”