არ მაქვს ვლადიმერ პუტინთან საუბრის მიზეზი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს ინფოსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავად დარეკავს, ის პუტინს უპასუხებს.
„მე არ მაქვს მასთან დარეკვის მიზეზი. ის თუ თვითონ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს, ვუპასუხებ, რადგან საფრანგეთი ყოველთვის იყო და არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.