არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა – ქობულია TBC-ის საქმეზე

„ჩემი შეფასებით, აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივი კომპონენტი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში. ეს არის მათი პრეროგატივა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ შეასრულა ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, როდესაც „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მოითხოვა.

„ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არის სერიოზული. ამაში გარკვევა არის საჭირო და ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს. დღესდღეობით არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ, რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები. ამიტომ, ამ საკითხში უნდა გაერკვნენ კომპეტენტური ორგანოები“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

banner
წინა სტატიაში“ბაღებსა და სკოლებში კვების დარღვევაზე სანქციები შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს” – ჯანდაცვის მინისტრი
შემდეგი სტატიახათუნა გოგორიშვილი : იქნებ, ხელისუფლება ხელმოწერებმა გააღვიძოს და მაჟორიტარულ სისტემაზე უარი ათქმევინოს