არ მაქვს ილუზია, რომ ამ საქმეს რეალურად გამოიძიებენ – აკაკი მინაშვილი პაპუაშილის საქმეზე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებების შემდეგ დღეს გაკეთდა კომენტარები გამოძიების დაწყების აუცილებლობასთან დაკავშირებით. პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით.

“ჩვენ გვახსოვს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვედელიძე აშანტაჟებდა პირადი ინფორმაციით ერთ-ერთ ჟურნალისტს და ეს მასალები გამოაქვეყნა. გვახსოვს მუქარა რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორზე, ჩაწერილი იყო მისი საუბრები და ესეც გამოქვეყნდა. ამიტომ ის, რომ ეს წესი დაამკვიდრა ქართულმა ოცნებამ, ახალი არ არის. რასაკვირველია, ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული. თითქოს საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მაგრამ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ამას რეალურად გამოიძიებენ იმიტომ, რომ ამის სათავეში არის ივანიშვილი და მის მიერ დამკვიდრებული თამაში წესები,“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ რესპუბლიკური პარტია აიძულონ, დატოვოს კოალიცია
შემდეგი სტატიაშსს-მ ლევან მექვაბიშვილის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო