“არ მახსენდება ასეთი კრიტიკული ანგარიში” – ნინო დოლიძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე

არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამართლიანი არჩევნების” [ISFED] ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა “ძალიან კრიტიკულია” და, რომ მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ეს არჩევნები “თავისუფალი” ან “სამართლიანი” იყო.

“მე მართლა არ მახსენდება ასეთი კრიტიკული ანგარიში, ყოველშემთხვევაში, იმ პერიოდიდან, რაც მე არჩევნებზე ვმუშაობ, 2008 წლიდან. შესაძლოა, მანამდე იყო. კრიტიკულში ვგულისხმობ იმას, რომ მართლა 2-3 წინადადების გარდა, რომელიც, შეიძლება, პოზიტიურად იყოს აღქმული, დანარჩენი იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვსაუბრობდით. დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ეს არჩევნები “თავისუფალი” ან “სამართლიანი” იყო”, – განაცხადა ნინო დოლიძემ “ტვ პირველთან” საუბარში.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის განცხადება, რომ მათი მანდატი არაა არჩევნების აღიარება, თუ არაღიარება საქართველოში არსებული დღევანდელი კონტექტის მიმართ პასუხია:

“მე მართლა არ მახსენდება, ოდირს დაედო დასკვნა და ციტატა წაემძღვარა იმაზე, რომ მათი მანდატი არ არის არჩევნების აღიარება, თუ არაღიარება, ოდირის მანდატია, რომ შეაფასოს მისი თანხვედრა საერთაშორისო სტანდარტებთან და შემდეგ ის არის ხალხის შესაფასებელი. ჩემი აზრით, ეს განცხადება პასუხობს იმ კონტექტს, რომელიც დღეს საქართველოშია. ჩვენ “ქართული ოცნებისგან” ვისმენდით, რომ ისინი ელოდებიან ოდირს, რომელიც იქნება აღიარება. ამისთვის, რომ არ ეპასუხათ, სწორედ ამას მიუძღვნა ოდირმა [ციტატა] და დაუტოვა ქართველ ხალხს შესაფასებლად.

ნინო დოლიძე, ასევე დასკვნიდან ეუთო/ოდირის მთავარ მიგნებებსაც გამოყოფს:

“ხაზგასმულია, რომ კი, იყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მაგრამ “ქართული ოცნება” სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით;
ასევე საუბარია იმ რიტორიკაზე, რომელიც ძალიან მძიმე იყო წინასაარჩევნო პერიოდში;
ასევე საუბარია წინასაარჩევნი პერიოდში ადამიანებზე ზეწოლასა და დაშინებაზე,, ანუ ხაზგასმულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანების ნების კონტროლისთვის გადადგმული ნაბიჯები ნახეს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალი არჩევნების პრინციპთან”.

banner
წინა სტატიაში“ხმის მიცემა ისე, რომ ანგარიშსწორებას არ ელოდო, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, საქართველოში ეს უფლება შეილახა”- წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიადავსახეთ ერთგვარი შეტევის სტრატეგია, ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, რომ ვაიძულოთ ივანიშვილი, დაინიშნოს ახალი არჩევნები – პრეზიდენტი