“არ მაინტერესებს “ქიმიურ ტროიკასთან” – ბიძინასთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან გარიგებაში შესვლა” – ლევან ხაბეიშვილი

საქალაქო სასამართლოში დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო იხილავს.

ცოტა ხნის წინ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა სხდომაზე განცხადება გააკეთა და BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟს გამოეხმაურა.

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
“როგორც ჩერნობილში მოწამლეს ხალხი, ისე წამლავენ აქაც და ამათთან სათხოვარი არაფერი მაქვს” – თქვა სასამართლო დარბაზში ხაბეიშვილმა.

ოპოზიციონერმა ლიდერმა ქიმიური ნივთიერების სკანდალის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს “ქიმიური ტროიკა” უწოდა.

მე არ მაინტერესებს ქიმიურ ტროიკასთან – ბიძინასთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან გარიგებაში შესვლა”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“კარცერში ვარ ფაქტობრივად” – მურთაზ ზოდელავა სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატია“შევეჩვიე დილეგში ყოფნას, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა” – ლევან ხაბეიშვილი