32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

“არ მაძლევენ გასაქანს..15 ათასი ლარით დამაჯარიმეს” – სენაკში აქტივისტი მე-4 დღეა შიმშილობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან უკვე მე-4 დღეა აქტივისტი, აპოლონ (გიგა) გარუჩავა შიმშილობს.

გარუჩავას თქმით, მას ადგილობრივი ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას არ აძლევს.

როგორც თავად აღნიშნავს, ზედამხედველობის სამსახური სამ სხვადასხვა ობიექტზე მშენებლობის ნებართვას არ აძლევს, რის გამოც მას უკვე 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. აღნიშნულის შესახებ პირადად სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ იციან, თუმცა, ისინი ფაქტს უგულვებელყოფენ.

შეგახსენებთ, რომ აპოლონ (გიგა) გარუჩავა სენაკში პოლიტიკურად აქტიური პირია. აღსანიშნავია, რომ ასევე, აქტიურად იყო ჩართული (მონაწილეობდა), როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე, საპარლამენტო არჩევნებში.

banner
წინა სტატიაშისომხეთის საგამოძიებო კომიტეტი: საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული
შემდეგი სტატიასომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია 50.07%-ით ლიდერობს