( video)არ ჯდება არანაირი ეთიკის და ნორმის ფარგლებში

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, “რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დავით ლორთქიფანიძის სამარცხვინო გამოხტომას პირველ რიგში, მისმა კოლეგებმა ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცენ.

“მინდა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დავით ლორთქიფანიძის განცხადებას გამოვეხმაურო, ძალიან აღმაშფოთებელია ეს, არ ჯდება არანაირი ეთიკის და ნორმის ფარგლებში. ალბათ, ძალიან ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ამ სრულიად სამარცხვინო გამოხტომას შეაფასებს სხვანაირად, მაგრამ მე მგონი, პირველ რიგში, უმრავლესობის წარმომადგენლებმა, მისმა კოლეგებმა ძალიან მკაცრად უნდა მოკითხონ მას პასუხი. სირცხვილია, როდესაც საქართველოს პარლამენტი ასეთი ბინძური ჭორიკანა ადამიანების ასპარეზი ხდება, ძალიან აღშფოთებული ვარ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

https://youtu.be/lCBoo4D5tsg

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტში მოუსმენენ
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3581 ლარი გახდა