არ ინერვიულოთ ჩემს დასანქცირებასთან დაკავშირებით, თავადაც არ ვნერვიულობ, სხვა პრიორიტეტები აქვს ქვეყანას – კალაძე

მთავარი საზრუნავი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა, დამასანქცირებენ თუ არა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, თითქოს უკრაინა კახა კალაძის დასანქცირებას აპირებს.

„ვიცით, რომ მგულშემატკივრობთ და ჩემ გამო ნერვიულობთ. მინდა, დაგამშვიდოთ, არაფერი სანერვიულო არ არის, მე თავად არ ვნერვიულობ ამაზე, ამიტომ ჩემზე არ იდარდოთ, ჩემს თავს როგორმე მივხედავ. სხვა პრიორიტეტებია ქვეყანაში. ხედავთ, მსოფლიოში რა ხდება, რამხელა უბედურება ტრიალებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა. დამასანქცირეებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და თქვენც ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თავად მივხედავ“, – განაცხდა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიგვითხარით თქვენი პოზიცია, ბოლო-ბოლო ეს ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში – მდინარაძე პრეზიდენტს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომ ღიად ამბობს, თურმე შესაძლებელია ივანიშვილის ბიზნესმენებთან საუბარი, რა, როგორ უნდა შეიცვალოს, მძიმე მდგომარეობა გვაქვს – დოლიძე