არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის – OSCE

საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისია პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებს, საერთო ჯამში, სტაბილურად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეუთო ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციები ბოლომდე დაცული არ იყო.

“არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ამცირებდა საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ. საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტურმა წარმომადგენლობამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების აღქმაზე, თუ რამდენად მიუკერძოებლად ხდებოდა არჩევნები ყველა დონეზე.” – ამბობს ელონა ჯებრეა ხოჯა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ უარი უნდა თქვას მანდატებზე
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი – ვინც პარლამენტში შევა, არ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ