არ გვჯერა, რომ ბელარუსი ომში ჩაერთვება, მაგრამ ვემზადებით – ზელენსკი

უკრაინას არ სჯერა, რომ ბელარუსი მის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება, მაგრამ ემზადება შესაძლო პროვოკაციებისთვის – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა The Economist-ის 26-ე ყოველწლიურ სამთავრობო მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ზელენსკის განცხადება მისივე ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან შეინიშნება პროვოკაციები და რაკეტების გაშვება:

“გულწრფელად უნდა ვისაუბროთ რეალურ მოვლენებზე, რაც ხდება. რაკეტები გაუშვეს ბელარუსის ტერიტორიიდან. ძალიან ბევრი, სხვადასხვა კალიბრის, რამაც სხვადასხვა ზიანი მიაყენა უკრაინას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის ბელარუსი ხალხის გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ ჩაერთოს ამ ომში. მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ადამიანებზე, რომლებიც ხედავენ რა ხდება. არ შეიძლება უბრალოდ გაჩუმდე და თქვა: ეს ჩვენ არ ვართ, ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაცია აწარმოებს… მე ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ ბელარუსი არ ჩაერთვება ამ ომში, მაგრამ არის პროვოკაციები, იქნება პროვოკაციები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან პროვოკაციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ ყველაფერს რუსეთი აკეთებს გამიზნულად, იმისთვის, რომ გააფართოოს საომარი ზონა:

“არის პროვოკაციები დნესტრისპირეთიდან, პატარაა, მაგრამ არის. რუსეთი აკეთებს ამას სპეციალურად, რომ იქ იყოს ბრძოლა, რომ იყოს ამ ომის შემდეგი აფეთქება…

ბელარუსი ამ ჩარევის საფრთხის ქვეშაა, ჩვენგან მხოლოდ ერთი შეგვიძლია ვთქვათ – ჩვენ ვემზადებით ამისთვის“, – დასძინა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის თანამდებობაზე სხვადასხვა მანქანებით გამძვრალმა ნინო ლომჯარიამ არც საკუთარი მოვალეობები იცის და არც კონსტიტუცია – გია გაბრიჭიძე
შემდეგი სტატია“სირცხვილია” და “ენმ” ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომელი უფრო სირცხვილია – მაჭარაშვილი