25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

“არ გვინდა, საზარბაზნე ხორცი ვიყოთ”- ლუკაშენკო

თვითგამოცხადებული ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ არ აპირებს ბელარუსის სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნას.

„რა, უნდა წავიდეთ და სხვისი ნებით ვიომოთ უკრაინაში? რა, გვინდა იქ საზარბაზნე ხორცად აღმოვჩნდეთ? არა, ეს არ გვინდა“, — თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინასთან „ცივილიზებული დიალოგისთვის მზად არის“, გარდა ამისა, ლუკაშენკომ პოლონელებს, ლიტველებს და უკრაინელებს მიმართა:

„მინდა, პოლონელებმა, ლიტველებმა და უკრაინელებმა მომისმინონ. ჩვენ მათთან ომი არ გვინდა. თუმცა, ყოველთვის მზად ვართ, დაგიცვათ”

banner
წინა სტატიაშიავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავმა თბილისში ავარიული დაშვება განახორციელა
შემდეგი სტატიასურსათის დანაკარგები და ლოგისტიკა: რა განიხილეს “ნულოვანი ნარჩენის” მინისტერიალზე