“არ გვეშინია” – რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობა განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. ისინი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან. მოქალაქეები ქუჩაში დღესაც იგივე სათქმელით გამოვიდნენ, რომ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე არ შეწყვეტენ და არც დაკავებების ეშინიათ.

როცა წესიერ ადამიანებს აკავებენ და კრიმინალები დათარეშობენ, ეს აუცილებლად შეეხება ყველას და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ამიტომ, ჯერ არაფრის გვეშინია, არანაირი დაკავებების, რადგან ეს არის დროებითი, ეს არის გამოწვეული რეჟიმის შიშის გამო. ჩვენ არ გვეშინია დაჭერების, ვაგრძელებთ ძალიან დინჯად, აუღლევლებლად ჩვენი პოზიციის გამოხატვას და ბრძოლას ბოლომდე. 28 ნოემბერს, პროტესტის 1 წლის თავზე, იმედი მაქვს, რომ ბევრი მოქალაქე დადგება ერთად, – ამბობს აქციის მონაწილე.

ინგოროყვას ქუჩაზე პოლიციამ მობილიზება დაიწყო, თუმცა მოქალაქეები ადგილზე გაჩერებას არ აპირებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებით გაგრძელდება მსვლელობა.

banner
წინა სტატიაში“ერთადერთი, რაც ვლადიმერ პუტინს ესმის, ზეწოლაა და პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა პუტინზე და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლა” – ამერიკელი სენატორი
შემდეგი სტატია“ნუ შეგეშინდებათ” – პროფესორ-მასწავლებლები 28 ნოემბრის აქციას უერთდებიან