არ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ წელს მივიღებთ უვიზო მიმოსვლას – პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში გაემგზავრა. გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრებს ევროპარლამენტში გამართავს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს და სხვადასხვა ფრაქციის ლიდერებს გაესაუბრება. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ორ დეკემბერს საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობს.ვიზალიბერალიზაცია იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბრიუსელში პრემიერმინისტრის ვიზიტის ფარგლებში განიხილება. ასევე შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს.

პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურების საკითხთან დაკავშირებით თბილისში განცხადებები კეთდება. გაჭიანურებას საპარლამენტო უმრავლესობა არ უკავშირებს საქართველოს. მათი შეფასებით ქვეყანამ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მიზეზი ე.წ. შეჩერების მექანიზმზე პოზიციების შეუთანხმებლობაა.

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ამბიციური რეფორმები გაატარა იმისთვის, რომ მიეღო უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ახლა უკვე არ გვაქვს იმ ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ვთქვათ წელს კიდევ შეგვიძლია მივიღოთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა,“-აცხადებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

ოპოზიცია კი

პროცესის გაჭიანურებას მთავრობის არაკომპეტენტურობას უკავშირებს:

„ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ჰქონოდა გაცილებით ადრე, მაგრამ ამ მთვარობის არაკომპეტენტურობის გამო, ჩვენ დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ 2016 წელს არ იქნება ვიზალიბერალიზაცია,“-განაცხადა “ენმ”-ს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ველით იმას, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული,”- გაეროს ელჩი საქართველოში “რუსთავი 2-ის” საქმეზე
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა