“არ გიხსენებიათ რუსეთი, იმედია არ ხართ დაკომპლექსებული იმ უჩვეულო მოვლენით ამ ქვეყანაში რომელსაც ადგილი აქვს” – კაკულია იზორიას მიმართავს

მმართველი გუნდის წევრი რომან კაკულია თავდაცვის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს. დეპუტატი აცხადებს, რომ ლევან იზორიამ ვრცელ გამოსვლაში ერთხელაც არ ახსენა სიტყვა რუსეთი. მან ლევან იზორიას მიმართა და სთხოვა განემარტა რა მოტივით აარიდა თავი ამ თემას.

„ორი საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაღიარებულა საერთოდ. თქვენ იმედია არ ხართ ალბათ უწყება დაკომპლექსებული იმ ძალიან უჩვეულო მოვლენით ამ ქვეყანაში რომელსაც ადგილი აქვს. რა მოტივით არ ისაუბრეთ ამ გამოწვევებზე თუ შეიძლება ეს განვმარტოთ,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

banner
წინა სტატიაშიკინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – რუსეთის მხრიდან ყოველთვის ვიღებთ არაადეკვატურ განცხადებებს, ასეთია ოკუპანტის სახე