„არ ღირს სიტუაციის გართულება და განსხვავების ძიება იქ, სადაც განსხვავებები არ არის” – თამარ ხულორდავა

„არ ღირს სიტუაციის გართულება და განსხვავების ძიება იქ, სადაც განსხვავებები არ არის,“ – ასე უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას უკავშირდებოდა.

ოპოზიცია საგარეო უწყებას აკრიტიკებს. ოპონენტების თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის დედის გინებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის კომენტარზე, სადაც მან საქართველო აფხაზეთს ოკუპაციაში დაადანაშაულა, წერილობითი განცხადება არ გაუვრცელებია და ზეპირი კომენტარიც მხოლოდ მეორე დღეს გაკეთდა.

ამ საკითხზე ჟურნალისტმა თამარ ხულორდავას შეკითხვა ბათუმში დაუსვა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

„მე რამდენადაც ვიცი, ასეთი განცხადებები არაერთი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან გთხოვთ, არ ღირს სიტუაციის გართულება და განსხვავების ძიება იქ, სადაც განსხვავებები არ არის,“ – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

banner
წინა სტატიაშიმხარს დავუჭერთ საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიაგარეთ არიან დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვენ შს მინისტრი გადადგომას – სალომე სამადაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა