“არ გამოვრიცხავთ სია გაფართოვდეს” – მმართველი გუნდი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობა „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ე.წ. ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის შემადგენლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 33 კაციანი სია არ არის საბოლოო და ის შესაძლოა გაფართოვდეს.

„ის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები ამას ბუნებრივია ჩვენ არ გამოვრიცხავთ. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება შესაბამისი სახელები და გვარები დასახელებული ვინც ამ კონტექსტში ჯდება, ბუნებრივია ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, ანუ ჩვენთვის მთავარი არის პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის ადამიანი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული მიუძღვის,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფო ქაცარავა : ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მომზადება არც პროვოკაციაა და არც დესტრუქციული ქმედება
შემდეგი სტატიაყოველ შაბათ-კვირას ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზარი“ გაიმართება