არ გამოვრიცხავთ, რომ ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ტოხოსაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიაცემინონ ჩვენება – კილაძე

“არ გამოვრიცხავთ, რომ ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიაცემინონ ჩვენება”- ეს განცხადება ჟურნალისტმა ელისო კილაძემ პანკისის ხეობაში გააკეთა, სადაც ის ზაზა სარალიძესთან ერთად, მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად ჩავიდა. ჟურნალისტი იმ სცენარზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, სუს-მა დაგეგმა და ამ სცენარის ნაწილი იყო მათი დაკავება მიუნხენის აეროპორტში, მალხაზ ტოხოსაშვილის დაკავება და გუშინ გავრცელებული ვიდეო:

“სუს-ი, რომელიც თავად არის ინიციატორი ტერორისტებთან ურთიერთობის, თავად შემოიყვანა საქართველოში ტერორისტთა ჯგუფი და საქართველოს მთლიანად შეულახა იმიჯი მსოფლიოს თვალში, ავრცელებს უკვე ბინძურ ჭორებს მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. ეს იყო ერთი სცენარი, ჩვენი დაკავება მიუნხენის აეროპორტში, შემდეგ ტერორიზმში ბრალდებული პირის დაკავება ორშაბათ დილით ადრე, მალხაზ ტოხოსაშვილი მყავს მხედველობაში და არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ მას მიაცემინონ ჩვენება მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და ამ სცენარის ფინალური აკორდი იყო ის სულელური, ძალიან მდაბიო ხარისხის ვიდეო, რომელიც გავრცელდა დახურული ჯგუფების მეშვეობით, თითქოსდა ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები ტერორისტული აქტებით ემუქრებიან საქართველოს” განაცხადა ელისო კილაძემ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ხელის შეშლის მიუხედავად, მაჩალიკაშვილის საქმეს, სარალიძის საქმეს, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს და სხვა გახმაურებულ საქმეებს, ევროპაში მაინც გაიტანენ. ის იმ ევროპელ უფლებადამცველებს მიმართავს, რომლებთან შეხვედრაც იგეგმებოდა. კილაძე მოუწოდებს ჩამოვიდნენ საქართველოში და ადგილზე გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას. კილაძის თქმით, იგეგმება ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაც.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/eliso.kiladze/videos/2019183351465262/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში3 გოგონა, რომლებიც ბედისწერამ არ დაინდო (video)
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე – ვადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში