11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

“არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი” – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ პატიმრების გათავისუფლების შესახებ კიდევ ჰქონდეთ საუბარი.

“არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით” – ასე უპასუხა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტის შეკითხვას – “თქვენ არაერთხელ თქვით, რომ კობახიძეს მიმართეთ პატიმრების გათავისუფლების თხოვნით, კიდევ გაქვთ მცდელობა ან მოსაყდრე თუ აგრძელებს ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან საუბარს”.

“ახლა უბრალოდ, გესმით, ასეთი დღეებია, წინჩასატარებელი გვაქვს სინოდი, გაფართოებული კრება. ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. 

ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ჩვეულებრივი, ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც, – თქვა დეკანოზმა ანდრიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს
შემდეგი სტატიარატომ შეეზღუდა “მაგთიკომის” აბონენტების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა