,, არ გამოვრიცხავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სააკაშვილი გაუგებარი გზებითა და მეთოდებით აღმოჩნდეს საქართველოში”

არ გამოვრიცხავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მიხეილ სააკაშვილი გაუგებარი გზებითა და მეთოდებით აღმოჩნდეს საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციის დროს განაცხადა. აღნიშნული განცხადების შემდეგ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სათათბიროდ გავიდნენ და უკრაინაში მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის სასამართლომ, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაში იქნება.

„უკრაინის ხელისუფლება ჩამოშლილია, სასამართლო პროცესსაც კი ვერ ატარებენ. პოროშენკო კარგად აცნობიერებს, რომ უდიდეს პრობლემაშია გახვეული, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ და სასამართლომ, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვართ, არ გამოვრიცხავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხეილ სააკაშვილი გაუგებარი გზებითა და მეთოდებით აღმოჩნდეს საქართველოში. პოროშენკოსთან მჭიდრო ალიანსშია საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ძალიან ძლიერ ექოს იქონიებს საქართველოში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოში უკრაინის საელჩოსთან არიან შეკრებილები. ისინი სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანიდან უკრაინის სასამართლოში მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ადევნებენ თვალს.

banner
წინა სტატიაშივინ და რატომ უშლის ხელს საქართველოს უდიდესი სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას?!
შემდეგი სტატიასაახალწლოდ გარევაჭრობისთვის თბილისის მერია სპეციალურ ადგილებს გამოყოფს