“არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ბრალის წაყენებაც მოხდეს მერაბიშვილის მიმართ”

“ევროპის სახალხო პარტიის” ლიდერის განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოს პარლამენტში. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ იზიანებენ ჯოზეფ დოლის შეფასებებს, რომელიც ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. საპარლამენტო ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლებას მერაბიშვილი სწორედ პოლიტიკური მოტივებით ჰყავს დაჭერილი.

”რაც არ უნდა ისაუბრონ ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებმა, ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინააღმდეგ. შესაბამისად ვინც არ უნდა განაცხადოს და ვინც არ უნდა დაწეროს ტვიტერზე, ვანო მერაბიშვილი არის თუ არა პოლიტპატიმარი, ეს არანაირად არ მოახდენს ზეგავლენას მის სასჯელზე. ამ ადამიანს იმდენი დანაშაული აქვს ამ ქვეყანაში ჩადენილი, არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ბრალის წაყენებაც მოხდეს მის მიმართ,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბექა ხახუბიას საქმეზე გორის სასამართლოში ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტების” მოთხოვნა სემეკისთვის დროებით ტარიფის რეგულირების აკრძალვაზე, არ დააკმაყოფილა