არ გამოვრიცხავ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და მოლაპარაკების პროცესი განახლდება – რუსეთის დელეგაციის წევრი

უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის წევრი ლეონიდ სლუცკი არ გამორიცხავს მოლაპარაკებების განახლებას, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს კიევზეა დამოკიდებული.

„ახლა ჩვენ მოლაპარაკების პროცესში დაბალი პროფილი გვაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და მოლაპარაკების პროცესი განახლდება. დღეს ეს დამოკიდებულია მათზე, ვინც კიევიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს“, – განაცხადა სლუცკიმ.

სლუცკიმ, ასევე, დასძინა, რომ უკრაინული მხარე დათანხმდა გარკვეულ „საერთო პირობებს“, შემდეგ კი მოლაპარაკებების დროს „უკან დაიხია“.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში, ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა