არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი პირდაპირობისთვის ჩამოაშორეს – დედა სიდონია

დედა სიდონია მამა გიორგი მამალაძეს ძალიან დადებით ადამიანად ახასიათებს. ის აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან მძიმეა ის რეალობა, რომელშიც მამა გიორგი ახლა არასასურველ გარემოებაშია, რომელიც „სავარაუდოდ, არ დაუმსახურებია“.

ის აღნიშნავს, რომ მამა გიორგი უწმინდესისგან ძალიან დიდი ნდობით სარგებლობდა, რაც შესაძლოა, გარკვეული პირებისთვის არასასურველი იყო.

„სულ არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი პირდაპირობისთვის ჩამოაშორეს,“ – აცხადებს დედა სიდონია.

ის აღნიშნავს, რომ მამა გიორგი, სავარაუდოდ, ჯერ დაუდგენელმა პირებმა ჩამოიშორეს.

„ჩამოაშორეს სწორედ იმ გაურკვეველმა ძალებმა, ჯერჯერობით, რომელსაც საპატრიარქოში აქვს ფესვი შუაგულში გადგმული, რაზედაც მეუფე პეტრე საუბრობდა,“ – განაცხადა დედა სიდონიამ.

მისი აზრით, საპატრიარქოში სიტუაცია ძალიან კონტროლირებადია და კულუარებიდან სასულიერო პირები არ უნდა კონტროლდებოდნენ.

„როდესაც სასულიერო პირი მიდის ტელევიზიაში, მედიასაშუალებებს უკავშირდება, ამისთვის უნდა არსებობდეს ოფიციალური ცენზურა და არა ის, რომ სადღაც კულუარებში, ჩემთვის გაურკვეველმა ადამიანებმა და არა პატრიარქმა, მიიღონ გადაწყვეტილება, მოვიდეთ და ვისაუბროთ, თუ არა,“ – განაცხადა დედა სიდონიამ.

ის აღნიშნავს, რომ რამდენიმე სასულიერო პირმა მას 17 მაისის თემაზე უსაყვედურა საკუთარი აზრის გამოხატვისთვის. დედა სიდონია ფიქრობს, რომ ეს კარჩაკეტილობის პრობლემას ქმნის.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე მამა გიორგი მამალაძეს თავდებში უდგება
შემდეგი სტატია(Video) დედა სიდონია მეუფე პეტრეს მხრიდან საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარს მიესალმება