არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ პარტიაში – კალაძე

არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ პარტიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ

„ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა განათლებული, წარმატებული პროფესიონალი ადამიანებისთვის. ეს პროცესი არასდროს შეჩერებულა. არიან ადამიანები, ვინც გადიან პარტიიდან, ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი, ცოცხალი პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ“,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიუამინდობა საქართველოში – ძლიერმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიამეტროსადგურში „სამედიცინო უნივერსიტეტი“ ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი ხაზიდან მოხსნეს, რამაც მეტროს მუშაობა შეაფერხა