არ გამოვრიცხავ, მამა გიორგი შიდა და გარე მტრული ძალების განზრახვებს წამოეგო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, რომ საპატრიარქოში პროცესებს შორენა თეთრუაშვილი მართავს – “ცდილობენ ჩრდილოვანი მმართველობის გადაფარვას. აშკარაა პატრიარქის წინააღმდეგ შიდა ინტრიგები. მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ, სანამ მხილება არ დაიწყება. არ გამოვრიცხავ, მამა გიორგი შიდა და გარე მტრული ძალების განზრახვებს წამოეგო”.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. ერთ-ერთმა მოქალაქემ პროკურატურას მიმართა, რომ მას მამა გიორგი მამალაძემ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

მთავარმა პროკურორმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ დეკანოზი პატრიარქის მკვლელობას ამზადებდა. “ამ ეტაპზე რაც დგინდება, ანგარებითი მოტივია”, – დასძინა შოთაძემ.

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

banner
წინა სტატიაშისადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიასკანდალური წერილი, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა