თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში ვითარების დაძაბვა ხელოვნურად ხდება. კალაძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
“როდესაც არჩევნები არის, მაქსიმალურად ხდება ხოლმე ვითარების დაძაბვა, შეიძლება ეს ხელოვნურადაც ხდებოდეს, მე ამასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ.” განაცხადა კალაძემ