არ გამოტოვოთ თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის ბოლო პრემიერა „ამარკორდი“

 

თეატრი „სახელოსნო 42“, რომლის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, ზაფხულის სეზონს „ამარკორდის“ საპრემიერო ჩვენებებით ასრულებს.

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე ივლისის სცენას, ფედერიკო ფელინის ფილმის „ამარკორდის“ მიხედვით შექმნილ, თეატრალურ წარმოდგენას უთმობს. ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ლევან წულაძე.

10, 11, 12 და 13 ივლისს, ლევან წულაძე, მისეული ოსტატობით, თეატრი „სახელოსნო 42“-ის სცენაზე, მაყურებელს ფელინისეულ ნოსტალგიურ, შთამაგონებელ და სიურეალისტურ მოგზაურობას აჩუქებს.

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და VISA.

თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

banner
წინა სტატიაშიგილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას – ალი ხამენეი ირანელებს მიმართავს
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – მხნედ ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე, ეს მალე მოხდება