არ გამოსდის ამ ადამიანს შუამავლობა და ხომ უნდა მიხვდეს! – მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებზე

„პრეზიდენტის განცხადებები დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაციას უწყობს ხელს“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მმართველი გუნდის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს შუამავლობა არ გამოსდის.

„არ გამოსდის ამ ადამიანს შუამავლობა და ხომ უნდა მიხვდეს, რომ წელიწადზე მეტია, ჩვენ მზად ვიყავით რომ რაღაც პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ არ გამოსდის, არავინ არ უჯერებს, თუკი არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას მისი განცხადება, მას არ უჯერებს, თუ აწყობს მერე მასზე პირიქით პოლარიზებას მიმართავს ხოლმე და ა.შ.

სამწუხაროდ, ჩვენ რასაც ვხედავთ, ბოლო დროს მისი განცხადებები დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაციას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია რომ ჯობია ჩვენ ყველამ ჩვენ-ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ. სწორედ ეს მიდგომა იქნება დეპოლარიზაციისთვის ხელის შემწყობი“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს – წულუკიანი ზურაბიშვილზე
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში – წერილი აშშ-ს