არ გამოგრჩეთ, შექმენით თქვენი ბიზნესის შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით

საქართველოს ბანკის კამპანია, მომსახურების სფეროში მომუშავე ბიზნესებისთვის, გრძელდება.

კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოყენებით 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზებაშექმნან, ხოლო მომხმარებლებისთვის დასარიცხ ქულებს საქართველოს ბანკი სრულად აფინანსებს. (თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი PLUS ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 4,000 PLUS ქულა).

ბიზნესებს შეთავაზების გავრცელება შეუძლიათ საქართველოს ბანკის არხებში – მობილბანკში, offers.bog.ge-ზე, sCoolApp-ში, ასევე ბანკის სოციალური მედიის არხებით, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, მიწვდნენ ბანკის 1.8 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

კამპანია 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს და განკუთვნილია მომსახურების სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის, მათ შორის:

რესტორნებისა და ბარებისთვის;
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის;
სპორტდარბაზებისთვის;
სასტუმროებისთვის;
მომსახურების სექტორში მოქმედი სხვა ბიზნესებისთვის.

ცნობისთვის Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც პარტნიორ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნა ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზება და განათავსო ისინი ბანკის არხებში, რომლებსაც 1.8 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

გარდა ამისა, მომსახურების სექტორში მოქმედ ბიზნესებს დამატებით შეუძლიათ:

მიიღონ პირველი POS ტერმინალი დაისარგებლონ 3 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე;
ისარგებლონ 3%-იანი ქეშბექით Gulf-ის ობიექტებზე საწვავის შეძენისას;
ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებით: Nova-ს შერჩეულ პროდუქციაზე 10%-იან, Altido-ს ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებაზე 50%-იან Inventer-ის მარაგების მართვასა და ინვენტარიზაციაზე 20%-ია, ხოლო Bolt-ში – 20%-იან ფასდაკლებით მგზავრობაზე და თანამშრომლების ულიმიტო დამატების შესაძლებლობით.

ამასთან ერთად, ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკული ონლაინ კურსები კონტენტის მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტისა და სარესტორნო ბიზნესის მართვის მიმართულებით.

შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიესაქართველოს ბანკის ვებგვერდს.

banner
წინა სტატიაშიAwork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია დასრულდა – გამოვლინდა 63 გამარჯვებული