30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მცირე პაუზის შემდეგ უცვლელი ფორმატით, თუმცა მხოლოდ ერთი სეზონით დაბრუნდა.

ევროპული მოგზაურობის ფარგლებში, მაყურებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით, იდეებითა და ხედვებით ქმნიან ახალს და ინსპირაციას აძლევენ სხვებს.

ახალი ეპიზოდის სტუმარია ზაალ ანდრონიკაშვილი, ბერლინის კულტურისა და ლიტერატურის კვლევების ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი.

გადაცემა ეთერში 16 ივნისს, 21:00 საათზე YouTube-ზე დაიდება. ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქისმიზანია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს.      

გადაცემის ფორმატი პორტრეტის, ღია დიალოგისა დაჰარდ თოქისსინთეზია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, იდეებზე, საზოგადოებრივ პროცესებსა და პირად ხედვებზე რაც მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიაზროს როგორც მათი პერსონა, ისე მათ გარშემო არსებული კონტექსტი.

არ გამოგრჩეთგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქისახალი ეპიზოდები YouTube არხზე.

 

banner
წინა სტატიაში“აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის სამხედრო ეკონომიკას”- კაია კალასი სანქციების შედეგებზე
შემდეგი სტატიამთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულთათვის 3.3 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა — გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით