არ გაიყიდება, არ შეიფუთება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე უკანონო, უსაფუძვლო შეტევა ევროპული მომავლისთვის ბრძოლად – ბოჭორიშვილი

პრეზიდენტმა საკუთარი თავი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან, პოლიტიკურად უსუსური ოპოზიციონერების რიგებში ჩამოიქვეითა, პრეზიდენტის ინსტიტუტი აქცია პოლარიზაციის გაღრმავების დამატებით წყაროდ მაშინ, როდესაც შეეძლო ისტორიული როლი ეთამაშა ერის ერთობის ხელშეწყობაში, ევროკომისიის პირველი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის შესრულების გარანტი გამხდარიყო, მართლა გულწრფელად, რომ ეფიქრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, კანდიდატის სტატუსი ხელისუფლების ხელში ჩაგდების ინსტრუმენტად მიიჩნია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთანავე ევროპული მომავლის საბოტაჟი სცადა, თუმცა ამ დრომდე არ გამოუვიდათ.

„არ გაიყიდება და არ შეიფუთება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე უკანონო და უსაფუძვლო შეტევა ევროპული მომავლისთვის ბრძოლად. ახლა სინამდვილეში, ერთადერთი მიზანი გაქვთ, როგორც ჩანს, პრეზიდენტის დახმარება გჭირდებათ, თქვენი კალიბრი აღარ ყოფნის ამ საქმეს, როგორმე საქართველოს დაუწესოთ ახალი წინაპირობები ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ეს არის ზუსტად საბოტაჟი, ეს არის ამ ქვეყანაში რუსული მიზანი და ამ მიზანს ემსახურებით თქვენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც სამარცხვინო ქმედებაა – კობახიძე
შემდეგი სტატიაჩვენი მიზანი ის არ არის, რომ კონკრეტული ადამიანი დავიცვათ, ჩვენი მიზანია, ინსტიტუტი დავიცვათ – დაუშვილი