“არ გადავეცი „ოცნების“ პარტიას 75 პროცენტი” – ოქუაშვილი მისი ბიზნესის განადგურების მიზეზებზე საუბრობს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ მისი ბიზნესის განადგურება ხელისუფლებამ მას შემდეგ განიზრახა, რაც მან ხელისუფლებისათვის დიდი ოდენობით ქრთამის გადახდაზე უარი თქვა.

„პარლამენტის თავმჯდომარეც არ არის ამ სიაში, ვისაც პასუხი მოუწევს ინგლისის სასამართლოზე. ის ჩამორჩა მოვლენებს ან არ იცნობს ისტორიებს. არ გადავეცი მათ პარტიას, „ოცნების“ პარტიაზე მაქვს საუბარი, 75 პროცენტი, ამიტომაც დღეს მიიღეს 100%, მათ წაიღეს. არ ამუშავებენ 1500 კაცს. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ არ გადავეცი, არ მივეცი ქრთამი. ვებრძოდი გამოძალვას. რომ გაეცნოს ამას, ალბათ ასე არ ისაუბრებდა. გამოდის არგუმენტის გარეშე მისი საუბარი და მისი გამოხატვა ასეთი აგრესიის,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე გმირთა მემორიალთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდა
შემდეგი სტატია„დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ” – გახარია სასამართლოში დაბარებაზე