არ გადადო-აიცერი!-რკინიგზაში აქცია გაიმართა

არ გადადო-აიცერი! – ამ სლოგანით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რკინიგზელთა პროფესიულ კავშირთან ერთად ვაქცინაცია ჩაატარა. რკინიგზის თანამშრომლები წითელა, წითურა, ყბაყურაზე უფასოდ აიცრნენ. მსურველებმა C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგიც გაიკეთეს.
აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და რკინიგზის პროფკავშირების თავმჯდომარე, ზურაბ ნასარაიაც დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-მინისტრის სავარძელს ზურაბ ალავიძე დღეს გამოემშვიდობება?!
შემდეგი სტატიაშვეიცარიის საელჩო – რუსეთის ინტერესების სექციას საქართველოს საგარეო უწყების ნოტა რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ უკვე გადაეცა