არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა! – ვატო წერეთელი პროკურატურას

“არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დამფუძნებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას ფეისბუქით ეხმაურება.

 

სასამრთლომ პროკურატურას “ტვ პირველიდან” მასალების ამოღების უფლება მისცა. განჩინებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს აქვ უფლება წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა. “ტვ პირველის” დირექტორი ვატო წერეთელი კი პროკურატურას მიმართავს:

საქმე ეხება, 6 მარტს, “TV პირველის” მიერ აუდიჩანაწერების გავრცელებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს იწყებს
შემდეგი სტატიამელაძე – ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას გვაძლევს კანონი