არ დგას და დგას თუ დგას და არ დგას-ეს იმაზე მაგარია, ჩიტმა წაიღო თუ ჰაერმაო, წყალი არ არის, კიბე არ არისო:)

“ტვ ნაძეჟდამ ბრძანა” მერის მოადგილე წალენჯიხაში თვეებია არ იმყოფება და არც მისი მანქანა ფიქსირდება წალენჯიხაშიო.

მჯერა, ამხელა დაფინანსების, ამხელა რესურსების მქონე მედიას, ინფო როგორ არ ექნება ან თავისი, ან სუსის. ვუყურებ სიუჟეტს და იმედის ოპერატორმა მტკიცებულებად, რომ არ დგას მოადგილის მანქანა გვაჩვენა მერიის წინა ტერიტორია და კადრში ჩანს მოადგილე ვანო ბურდულის მანქანა. ესე იგი, “მტკიცებულებაში” რომ არ დგას ვანოს მანქანა, ჩანს ვანოს მანქანა.
არ დგას და დგას თუ დგას და არ დგას.
ეს იმაზე მაგარია, ჩიტმა წაიღო თუ ჰაერმაო, წყალი არ არის, კიბე არ არისო:)
ვფიქრობ, ახლა ჟურნალისტური გამოძიება უნდა ჩატარდეს, რატომ არ დგას მანქანა, რომელიც დგას.
მე მაინც მგონია, დგომის ტრაექტორია არ მოეწონათ, ალბათ, 0.9 დახრით მარცხნივ უნდა მდგარიყო.
შემდეგ სუსმა უნდა გამოიძიოს, როგორ დგას მანქანა იქ, სადაც არ დგას.
ალბათ, სჯობს, ეფბიაი დროულად ჩავრთოთ, და ნასა, რადგან მანქანა რომელიც არ დგას, და დგას ალბათ, სადღაც კიდევ დგას იმ წამს, იმიტომ რომ წალენჯიხაში არ დგას და საქმე იქნებ უცხოპლანეტელებთან გვაქვს? პარალელურ სამყაროსთან?
და ნასას ჩამოსვლამდე, იმედის კამერა ნაკურთხი წყლით რომ დავასველოთ? იქნებ, რამე ზებუნებრივია? ტფუი, ეშმაკს. ამინ დავუწეროთ, მეგობრებო.

p.s სამთავრობო მედიას წალენჯიხაში სამი სამიზნე ჰყავს: გიორგი ხარჩილავა, ივანე ბურდული და თამარ ბელქანია. ფეხები არ მოჭამოთ…. თქვენი სარკო!👍

და აქვე, მეგობრებო, ეს არქივის ფოტომასლა არ გეგონოთ. ეს არის “ტვ ნაძეჟდას” სიუჟეტიდან ამოღებული კადრი. კადრში, მკაფიოდ ჩანს ბანერი, რომელიც მერიის ფასადზე რამდენიმე დღის წინ განთავსდა და იქვე ბურდულის მანქანა…

იოსებ ჯუღაშვილის ცნობილი ფრაზა გამახსენდა- “კადრები წყვეტენ ყველაფერს”. ასე, რომ წალენჯიხაში პროფესიონალები გამოუშვით. ოროსნებს ჩვენ ვერ ავიტანთ….

ბერდია  კალანდია

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში – ავტომობილი სამ ქალს დაეჯახა