არ დავუშვებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი დაკნინდეს-ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გამორჩეული უნდა იყოს ნდობით, კვალიფიციურობით და ბევრი სხვა ფაქტორით.

„ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, თუმცა ახლა ის ეტაპია, როცა კონსულტაციებს პრეზიდენტი აწარმოებს. პარლამენტი პოლიტიკურ პროცესში მას შემდეგ ერთვება, რაც კანდიდატს შემოგვთავაზებენ. გადაწყვეტილების მიღების კუთხით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან მართლმსაჯულების რეფორმას ვახორციელებთ და ამ რეფორმის წარმატებით დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თავმჯდომარის შესახებ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ ეს პროცესი დაკნინდეს. პირიქით, მნიშვნელოვანია, კანდიდატის შერჩევა ყველა იმ კრიტერიუმის დაცვით მოხდეს, რაც ამ პროცესს მაღალ ლეგიტიმაციასა და სანდოობას მისცემს. მნიშვნელოვანია, კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები, კანდიდატების დასახელება არც ისე მარტივია. ამ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობა მოგვიწევს“, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიახმეტის მერიამ თუშეთში ერთ ფრენაში 21 300 ლარი გადაიხადა-აუდიტის სამსახური
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – ლარის კურსის ვარდნის გამო შესაძლოა, პური გაძვირდეს