“არ დავუშვებთ “გაზპრომის” ინტერესების შემოსვლას საქართველოში,” – სერგო რატიანი

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

“არ დავუშვებთ “გაზპრომის” ინტერესების შემოსვლას საქართველოში,” – სერგო რატიანი
დღეს, 12:12 6

“არა გაზპრომს” – რუსული ენერგოკომპანიის წინააღმდეგ მასშტაბური, მშვიდობიანი აქციის დაწყებამდე ორი საათი რჩება. იგეგმება ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე. აქციის ორგანიზატორები გაზპრომთან მოლაპარაკებების შეწყვეტას და ტრანზიტის ძველი პირობებით გაგრძელებას ითხოვენ.

“გაზპრომი არის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, ეკონომიკური ბერკეტი და ჩვენ კარგად გვახსოვს 90-იანებში გაყინული სახლები, ეკონომიკური სიდუხჭირე. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ერთ კაცის ინტერესებს შეეწიროს ქვეყნის ინტერესები. ჯერჯერობით გაზპრომის მიმართულებით არ არის ცხადი გზავნილები, ჯერჯერობით მოლაპარაკებები გრძელდება, ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული გზავნილები გააკეთე მაგრამ ეს მხოლოდ ამ აქციის ფონზე. ჩვენ არ დავუშვებთ გაზპრომის ინტერესების შემოსვლას საქართველოში “ – განაცხადა სერგო რატიანმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი კი მოსახლეობას მოუწოდებს შეუერთდნენ გაზპრომის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციას და საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ.

“მინდა ვთხოვო ყველა თბილისელს ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი შვილების მომავალი, რომ დღეს 14:00 საათზე გამოვიდეს და მისთვის მოსახერხებელ ადგილას ჩადგეს ცოცხალ ჯაჭვში, რომელიც გაიმართება რუსეთის საელჩოდან, სახელმწიფო კანცელარიამდე. რომ არა ჩვენი აქტიურობა კალაძე და ივანიშვილი გააკეთებენ სწორედ იმას, რასაც აკეთებდნენ მთელი ამ თვეების მანძილზე, როდესაც საზოგადოებისგან მალულად ელაპარაკებოდნენ გაზპრომს და ცდილობენ გაზპრომის შემოყვანას საქართველოში„-აღნიშნა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შეხვდება
შემდეგი სტატიალენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ კოოპერატივებს სკები გადაეცათ