“არ დავიშლებით, სანამ ეს ნაძირლები საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავენ”

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია ახალი ძალებით განახლდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველა პოლიტიკური ძალა თუ საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა გაერთიანდეს.

” ეს არ არის მონების აჯანყება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი გეგმა, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების მიტაცება და ეს გადააბრალოს სხვას. ჩვენ, სოციალური მოძრაობა “სირცხვილია” ყველა სხვა ინტერესთა ჯგუფთან, ვთავაზობთ თანამშრომლობას. ერთად ერთის წინააღმდეგ. ივანიშვილს არ უნდა დავანებოთ ჩვენი სამშობლო, ძალაუფლება ხალხს, ჩვენ არ დავიშლებით სანამ ეს ნაძირლები საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავენ და თუ არ ალოკავენ ავალოკინებთ,”- მიმართა დიღმელაშვილმა საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა „სირცხვილიას“ და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიაპარტნიორებს ვარწმუნებდი, რომ პროპორციულს მივიღებდით-ჩუგოშვილი