“არ დავინახოთ, ცესკომ ეს შედეგები გამოაქვეყნოს! გადაყვება ეს ხელისუფლება ამ ამბავს”

პატრიოტთა ალიანსი ეგზიტპოლების პირველადი შედეგების შეფასებისგან თავს იკავებს. GFK-ს პირველადი მონაცემებით, პატრიოტთა ალიანსმა ბარიერი გადალახა და 5,76 % აქვს. თუმცა, პარტია უკმაყოფილოა მონაცემებით.

დავით თარხან-მოურავი აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს გადაყვება.

“მე ვამბობ, რომ ეს ეგზიტპოლები არის სიყალბე. ცუდი ის კი არ არის, რომ ამას რუსთავი2 აკეთებს, ცუდი ის არის, რომ ამას ხელისუფლება აკეთებს. მე ვეუბნები ხელისუფლებას, ამაზე უგუნური ნაბიჯი არ შეიძლება მოიფიქროთ, თუ გაბედავთ, რომ ეს შედეგები დარჩეს, პირობას ვაძლევ ხელისუფლებას, რომ გადაყვება ამ ამბავს. არ დავინახოთ, ცესკომ ეს შედეგები გამოაქვეყნოს! გადაყვება ეს ხელისუფლება ამ ამბავს,“ – აცხადებს თარხანმოურავი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: გარწმუნებთ, რომ თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი
შემდეგი სტატიაეგზიტპოლების მიხედვით, ზუგდიდში სანდრა რულოვსმა – 34.5% მიიღო, ედიშერ თოლორაიამ – 58.4%