არ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითად შეფასებული, ჩვენ, უპირველესად, საკუთარ თავს ვთხოვთ მეტს – ცქიტიშვილი NDI-ის კვლევაზე

არ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითად შეფასებული, ჩვენ, უპირველესად, საკუთარ თავს ვთხოვთ მეტს – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა. მინისტრი მიიჩნევს, რომ რთულია პროცენტულ მაჩვენებლებში შესვლა, თუმცა, შეფასებებს ასეთი სახით სრულად არ ეთანხმება.

,,ეს არის პრობლემები, რომელსაც საქართველოს მთავრობა თავად აყენებს. იცით, რომ სიღარიბე არის ჩვენი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ჩვენი მოსახლეობის დასაქმება და ასეთი ტიპის საკითხები არის ჩვენი ძირითადი გამოწვევები და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ისინი გადავლახოთ. არ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითად შეფასებული, ჩვენ, უპირველესად, საკუთარ თავს ვთხოვთ მეტს ყოველდღიურ რეჟიმში. ვიცით, რომ მოსახლეობის მოთხოვნაც ხელისუფლების და მთავრობის მიმართ იზრდება და პირველ რიგში, ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ხელს იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტად აკონტროლებდეს და თხოვდეს ხელისუფლებას“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ეკონომიკის მინისტრთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას” აღარანაირი შანსი არ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას” – სალომე სამადაშვილი